ჩვენი პოზიცია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია. ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დიდი ინვესტიციაც გვაქვს განხორციელებული. ვგულისხმობ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ქართული მხარისთვის ტექნოლოგიური ცოდნისა და აღჭურვილობის გადაცემას და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება, ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა NATO-სთვის და NATO-მ გააკეთა საქართველოსთვის. ჩემი გამოწვევა თქვენთვის იმედის შენარჩუნებაა - მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს. მჯერა, რომ ამის სჯერა საქართველოს მოსახლეობასაც. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ NATO 28 ქვეყნის ალიანსია და გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ვარშავაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალობაზე. შეიძლება სამიტზე გაკეთდეს მტკიცე პოლიტიკური განცხადება და აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს უდავოდ აქვს ბოლო პერიოდში. მათ შორის, მნიშვნელოვანია საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.
tbl.ge/n3o
დაკოპირდა

აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტრვიუში.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




