რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: R2-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის დავა უკვე დამღლელია

ჩემი პოზიცია არის მარტივი, ის დავა, რომელიც რუსთავი 2-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის მიმდინარეობს, ჩემთვისაც და საზოგადოების ბევრი წევრისთვისაც არის უკვე დამღლელი. მე მხარეებს მოვუწოდებ, იდავონ სასამართლოში და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენ ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. მათი დავა მათი დავაა, სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს. მაგრამ, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში, ჩვენ - სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ბევრი სხვა საქმე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები