დროებით დანიშნულმა სტრატეგოსებმა და ნაციონალმა ისტერიკოსებმა განცხადებები რომ გააკონტროლონ საკუთარი, მერე კი ჩვენს თვალებს და ყურებს მიღმა იჩხუბონ ვის რა ეკუთვნის, უკეთესი იქნება. ჯერ დამნაშავე ეძახო საჯარო მოხელეს, მერე გადათქვა, მერე ბოდიში მოიხადო... მომავალი განცხადებების სანდოობისთვის ცუდია. სიმშვიდე ჯობს ყველაფერს. იდავეთ მშვიდად. ეს ჩხუბი და სეირი ვის აინტერესებს. არც დავის შედეგი არავის არ გვაინტერესებს. უბრალოდ ქვეყნისთვის საინტერესო არ მიგრჩეთ ამასობაში ყველაფრის მიღმა. და ასეთი დღეს მინიმუმ ერთი ვიზიტი მაინც იყო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რომ ეხებოდა. მაგრამ რად გინდა, ნოტარიუსის თანაშემწის ქუჩაში მიკროფონით დევნა უფრო მნიშვნელოვანია ალბათ. მით უმეტეს, როცა ეს შემდეგ სიტყვის უკან წაღებით და ბოდიშით სრულდება.
tbl.ge/rnb
დაკოპირდა

წერს იუსტიციის მინისტრი Facebook-ზე
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




