შუალედური არჩევნები

ივანიშვილი: ინაშვილს მინდა ვთხოვო, შიმშილობა შეწყვიტოს, მათ ყველაფერი წინ აქვთ

მილოცვასთან ერთად, ირმა ინაშვილს მინდა ვთხოვო, არ ველოდი ნამდვილად და მისალოცია, კიდევ ერთჯერ ვიმეორებ. ამავდროულად, მე მინდა მას ვთხოვო, რომ ქართველები საერთოდ მაქსიმალისტები ვართ და ყველაფრის კულმინაციაში აყვანა გვინდა. მინდა, ვთხოვო, რომ ამ უკიდურეს ფორმაზე უარი იქნებ თქვას, შიმშილობას რაც შეეხება. მან ენერგიულად იბრძოლა საგარეჯოში, კიდევ ერთჯერ შემიძლია, მივულოცო. და ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ შეწყვიტონ უკიდურესი ფორმა. საქართველოში დღეს არსებობს კანონმდებლობა, არსებობს საზოგადოება და შეიძლება, მათ კითხვებს გაეცეს კანონიერი პასუხი. და კარგი იქნებოდა, თუ უკიდურეს ფორმებზე უარს იტყოდა ირმა ინაშვილი და ის ჯგუფი, ვინც შიმშილობს კანცელარიასთან და მათ სასარგებლოდ კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ ყველა დანარჩენმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევენებს, ბოიკოტის მიზეზი იყო ელემენტარული - ვერც ერთი მსგავს წინააღმდეგობას ვერ გასწევდა, და პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა. მათ ბოიკოტი რომ არ გამოაცხადეს, მათ ეჭვები ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას ეთამაშებოდნენ, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა, მათ რეალური წინააღმდეგობა გაუწიეს ხელისუფლებას და ნახეთ, რა დღეში ჰყავთ იგივე ხელისუფლება ამ პარტიას. მე მათ ვთხოვდი, რომ კიდევ ერთხელ ვასაბუთებ რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაწიეს, სხვა პარტიებმა ვერც ერთმა ვერ გაბედეს და ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ რიცხვში. მათ ყველაფერი წინ აქვთ, ამით არ დასრულებულა, არჩევნები უამრავი იქნება კიდევ საქართველოში. ვთხოვდი, რომ უკიდურეს ფორმაზე თქვან უარი, და ზოგადად გაყალბებულ არჩევნებსაც ნუ აფიქსირებენ. მოპარული არჩევნები არ ყოფილა. თუ რამე არ მოსწონთ, მათ აქვთ შეტანილი სასამართლოში და დაელოდონ გადაწყვეტილებას. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე.

კომენტარები