რუსთავი 2-ის საქმე

პაპუაშვილი: იმედია, უსუფაშვილი ხუმრობდა, ორმაგ აცილებაზე როდესაც საუბრობდა

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხუმრობდა, როდესაც თქვა, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილების ორმაგი საფუძველი არსებობს. უსუფაშვილის თქმით, მოსამართლე კოპალეიშვილი მისი თანამშრომელი იყო და ეს აცილების ორმაგ საფუძველს იძლევა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემადგენლობას მრავალი საქმე განუხილია, მათ შორის, ე.წ. პოლიტიკურად სენსიტიური საკითხებიც. დაუკმაყოფილებია უამრავი საქმე. მათ შორის, 2012-მდე და მის შემდეგ. აქამდე არცერთ მხარეს არ დაუყენებია ამ შემადგენლობის აცილების საკითხი. ამიტომ ეს სიახლეა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მეუღლეებთან და ა.შ. დაკავშირებით - ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ქალბატონ მაია კოპალეიშვილს აქამდე არცერთი საქმე არ უნდა განეხილა და მომავალშიც ვერ უნდა განიხილოს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარესთან აკავშირებდა დიდი ხნის სამუშაო ურთიერთობა და პარლამენტი ყოველთვის არის მხარე ამ დავაში. მინდა, ვიმედოვნო, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი იმიტომ, რომ ქალბატონი მაია მაშინ თავის ფუნქციას ვერ შეასრულებდა სასამართლოში და დღეის იქითაც ვერ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, როგორც მოსამართლემ", - თქვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ხვალიდან დაიწყება.

კომენტარები