მცოცავი ოკუპაცია

გია ვოლსკი: მცოცავი ოკუპაცია რით დასტურდება?

მცოცავი ოკუპაციის თემა საკმაოდ საინტერესოა და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაცია ხდება. ჩვენ მხარეს თუ გვაქვს რუკა, რომელზეც საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებაში, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც უნდა გააკონტროლოს მის მიერ შექმნილმა დროებითმა ადმინისტრაციამ? დღემდე ეს ადმინისტრაცია მუშაობს. მაშინ დავალებული ჰქონდა, რომ გაეკონტროლებინა სწორედ იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო დადგენილი, როგორც ადმინისტრაციული საზღვარი. მაგრამ ამ ბრძანებას თან არ ახლავს რუკა. ანუ განისაზღვა, რომ რაღაც სტრუქტურა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, განაგებს ამ ტერიტორიას. ფაქტი თვითონ, თქვენ რასაც ამბობთ, რომ მცოცავი ოკუპაცია, რითი დასტურდება? ამ საზღვრებს გადმოსცდნენ, რომელიც 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით არის განსაზღვრული თუ მიჰყვებიან იმ საზღვარს, რომელიც დამტკიცებულია თუნდაც ამ ბრძანებულებაში და რომელი ადმინისტრაციული საზღვარიც არსებობდა საბჭოთა პერიოდის დროს?

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორს რევაზ ბეშიძეს [ინტერპრესნიუსი]

კომენტარები