მცოცავი ოკუპაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს

ლაშა ბერულავა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა.

იგივე ინფორმაცია ტაბულას ლოპოტაზე მყოფმა წყარომაც დაუდასტურა, რომელმაც გვითხრა, რომ პრეზიდენტი სასტუმროში საუზმის დროს ნახა. მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი ლოპოტაზე გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით ეს ფოტოები ახალია, თუ ძველი. ამასთან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2 დღის წინ, 15 აგვისტოს თავადაც დაჩექინდა კახეთიდან, სადაც უკანა ფონი ძალიან ჰგავს ლოპოტას:

ეს კი სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ფოტოა:

ტაბულა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერს მობილური გამორთული აქვს, ხოლო პრესსამსახური კი ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეიზიდენტს ამ დრომდე გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. 

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 

კომენტარები