კობახიძე: ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, იმუნიტეტი არ არსებობს

ალბათ ზუსტი შეფასებები უნდა გაკეთდეს. ვინ არის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ვინ არიან ამ პარტიის წევრები და რამდენად კანონიერია ის გზები, რომლითაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას ცალსახა შეფასება უნდა მიეცეს. დანარჩენი გამოძიების საქმეა. ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მათ შორის დეპუტატები. არანაირი იმუნიტეტი არ არსებობს. მოწმედ ვისაც დაიბარებენ, ის ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაართმევს თავს ამ რთულ ამოცანას ჩვენი საგამოძიებო უწყება და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

კომენტარები