ფარული ჩანაწერები

ვოლსკი: პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილი თბილია, მეგობრულია, კონსტრუქციულია

დიდი ხანი მიდიოდა ბჭობა იმის თაობაზე, საერთოდ თქმულიყო თუ არა, რომ პრემიერმინისტრის ეს წერილი გაიგზავნა, იმდენად მეგობრულია, თბილია, კონსტრუქციულია. იქნებ არ ღირდა კიდეც, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასთან გველაპარაკა, იმიტომ, რომ არ მომხდარიყო "გაბუქვა" და სკანდალური თემის მოწყობა. მაგრამ შინაარსი ისეთია, რომ რეალურად, უკრაინის მოქალაქე და ძალიან დიდი თანამდებობის მქონე პირი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში. ჩართული კი არა ხელმძღვანელობს. რევოლუციური, როგორც თვითონ უწოდებს, სისხლისღვრის ოპერაციის ჩატარებას ლამობს. ამ წერილით პრემიერმინისტრი ითხოვს, რომ პოროშენკომ ყურადღება მიაქციოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, ვინაიდან ეს მარტო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აზიანებს, საერთოდ ეს უკრაინისთვის სხვადასხვა ასპექტით, შიდა ვითარებისთვის დამაზიანებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე.

კომენტარები