რუსთავი 2-ის საქმე

თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოპასუხე მხარე ე.წ. ბალანსის ნაშთის დოკუმენტების შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადების მტკიცებულებად დართვას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, სოციალური ქსელის გვერდის ამონაწერი აღიარებად ვერ მიიჩნევა.

დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არც მეორე შუამდგომლობა, სადაც რუსთავი 2-ის ადვოკატები არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის 2004 წლის განცხადების მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ. მოსამართლის თქმით, ახალი მტკიცებულებების მიღება არ არის გათვალისწინებული. 

კომენტარები