შუალედური არჩევნები 2015

ინაშვილი: არ გვჭირდება პროვოკაციები, ისედაც ვიგებთ

Irma Inashvili, the Patriots’ Alliance candidate for the position of Tbilisi Mayor.

საგარეჯოში, გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პატრიოტთა ალიანსის დამკვირვებელი მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. მისი თქმით, უბანზე ზედმეტი ბიულეტენები აღმოჩნდა, რაზეც საჩივარი დაიწერა. დამკვირვებლის თქმით, „იმ წუთში იქ გაჩნდა" სოფლის გამგებელი და საკრებულოს წევრთან ერთად ცდილობდა, უბანზე ხალხი არ შეეშვათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარში ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბს ადანაშაულებს თავად ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი:

„იმ მდგომარეობაზე, რაც გიორგიწმინდას საარჩევნო უბანზე შეიქმნა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბს. გარდა ამისა, 47-ე უბანზე, იორმუღალოს ზონაში, ასევე იყო საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა, ასევე ირმა ინაშვილის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენელი მუბარის მამედოვი შეიჭრა საარჩევნო უბანზე, იქ ყვიროდა და საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა" - ამბობს ხიდაშელი.

ირმა ინაშვილის თქმით კი, სოფლის რწმუნებულები და გამგებელი საარჩევნო უბნების წინ აგიტაციას ეწევიან.

"ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბი, ყველა ჩემი მხარდამჭერი ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციას, ჩენ ვართ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის მომხრეები, არ გვჭირდება პროვოკაციები, ისედაც ვიგებთ, ბატონო", - ამბობს ინაშვილი.

გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი არ შეწყვეტილა.

კომენტარები