მინდა, აუცილებლად მივმართო რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, ამ დღეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ თქვენ ხართ ძალიან მაღალი პროფესიული ეთიკის მატარებელი გუნდი. მე ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმის და პროფესიული ეთიკის და წესიერების წინაშე. ეს ჩანდა ყოველთვის და ეს გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაშიც. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა დგას არა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს განიხილავს იდეურ ან პოლიტიკურ თანამებრძოლად, არა, მე მოვდივარ და მოვალ რუსთავი 2-ის ეზოსთან არა იმიტომ, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმიტომ, რომ მე ვარ ამ საზოგადოების ნაწილი, იმიტომ, რომ ბრძოლა, რომელსაც დღეს ჩვენ ერთად ვაწარმოებთ, არის ბრძოლა ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის და იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 20-30-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ამ ბრძოლაში თქვენ ასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან და ღირსეულ როლს. მე უმაღლეს პატივს ვცემ და ქედს ვიხრი თითოეულ იმ ჟურნალისტის წინაშე, რომელიც ამ შანტაჟის, ზეწოლის, ძალადობის ფონზე პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას და კიდევ ერთხელ ამჟღავნებს იმ ძალიან მაღალ მორალურ სტანდარტებს, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა რუსთავი 2. ჩემი უღრმესი პატივისცემა და ჩვენი უღრმესი პატივისცემა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, კონსტიტუციური და მშვიდობიანი მეთოდებით, ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის და დღეს სიტყვის თავისუფლების დაცვის ხაზი გადის რუსთავი 2-ის დაცვაზე. ამიტომ, ამ ბრძოლაში ჩვენ ვიდგებით ბოლომდე და ქართულ საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.
tbl.ge/la0
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




