დარწმუნებული ვიყავი აქამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება წითელ ხაზებს არ გადაკვეთდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რწმენა შემირყია. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაგვპირდა, ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული, მისი არ მჯერა. ის არათანმიმდევრულია და ხშირად ცრუობს. ჩვენ დღეიდან ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას - ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას ბოლომდე. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია. ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროცესების ისე წარმართვას, როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სურს ან ხელისუფლებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პროვოკატორები ჩვენს შიგნითაც იყვნენ. ჩვენ პროცესებს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ პროცესებზე, არ მოვუწოდებთ არავის, დაიცვას რუსთავი 2. დღეს მოვლენები შეიცვალა და ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენი ძალებით. მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას ქვეყანაში მშვიდობა. თუ დასაცავი გახდება კომპანია, ჩვენ დავიცავთ კომპანიას, თუ უნდა ისროლონ ტყვია, გვესროლონ ჩვენ.
tbl.ge/100l
დაკოპირდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




