და კიდევ, უბრალოდ, განმარტებისთვის... თუ დანაშაულის მომზადების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, სწორედაც კანონი ავალებს შესაბამის უწყებას, რომ აწარმოოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული, დიახ, მოსმენაც. ეს ხდება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს და ეს კარგად იცის გვარამიამ! მაგრამ დემაგოგია ხომ მათი სტილია! სწორედაც რომ დროულობა და ოპერატიულობა განაპირობებს დანაშაულის პრევენციას და თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მოუსმენენ, მხოლოდ კანონის დაცვით და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული და ეშინოდეთ მხოლოდ კრიმინალებს, ვის თავშიც მზაკვრული გეგმები იხარშება, ადამიანებს არავინ უსმენს და არავინ ერჩის! აწი, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ რას გეგმავდა, ვინ ისმენდა, ვინ სად რა ატვირთა და ა.შ.
tbl.ge/r8q
დაკოპირდა
პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
- გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?
- სუს-ის უფროსი: სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში
- სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!
- ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია