ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზების შემოწმება დაიწყო

Сергей Пятаков / РИА Новости

რუსეთის სამხედრო ბაზების შემოწმება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში ჩატარდება. ამ ინფორმაციას РИА Новости სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.

26 ოქტომბერს რუსულმა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, სამხედრო ტექნიკის 80-ზე მეტი ერთეული, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და მოძრავი სადაზვერვო პუნქტები გადაეცა. პრესსამსახურის განცხადებით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამორიგეო დანაყოფების, ყარაულის სარეზერვო ჯგუფებისა და სახანძრო გუნდის, უეცარი გამოძახებების დროს პრაქტიკული მოქმედებებისათვის მზადყოფნას.

კომენტარები