სტალინი

თოფაძე: სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, ის იყო გენიალური პიროვნება

სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება საქართველოში მალე, იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე, მალე, ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებად მეოცე საუკუნის. კანდელაკია თუ ვიღაცაა, რა უფლებით ლანძღავს სტალინს. აქ კიდევ გეტყვით, მუსოლინის ძეგლი რატომ დგას იტალიაში? შეიძლება, ძალიან დიდმა ნაწილმა გაიზიაროს ჩემი აზრი. მგონია, რომ ის კაცი იყო სიმბოლო საქართველოსი.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა მაესტროს ფაქტორში.

კომენტარები