ეს გაგრძელდება კიდევ, ეს ასე ვერ დასრულდება და მე მუდამ შევახსენებ მთავრობასაც და მასაც. ეს სახელმწიფო არის თუ არ არის სახელმწიფო? რას ნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს... მთავრობა წყვეტს, ვინ სად და როგორ უნდა იყოს და არა ის, რომ დაადო თავი და შევიდა. ეგრე არ არის. მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ. რას ნიშნავს ეს რომ, ივანიშვილის ახირება იყო. ივანიშვილის ახირებაა ის, რომ ორი სასახლეა დაკეტილი? 1500-2000 კვადრატული მეტრო სჭირდება მას რეალურად, რაც უფლებები აქვს. არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება რეალურად, არაფრით დატვირთული არ არის, არავითარი დიდი სტაფი მაგას არ ჰყავს, რა ხდება.
tbl.ge/rqp
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარიატით და თანამედროვე ავეჯით მოწყობა 2 მილიონზე მეტი დაჯდა
- კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია და ეს საკითხი არ უნდა დაისვას
- მეჭიაური: მინიმუმ არაეთიკურია, რომ პრეზიდენტის შესანახად ამდენი ფული იხარჯება
- კოჟორიძე: პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს, ეს პოზიცია უცვლელია
- ივანიშვილი პრეზიდენტზე: რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი? მე უფრო მძაფრად მოვითხოვ