რუსთავი 2-ის საქმე

კვირიკაშვილი: მოგწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს მისაღები

ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს ის, იქნება ყველასთვის მისაღები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი. თუმცა, სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებში არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო.

ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები