რუსთავი 2-ის საქმე

ახვლედიანი: 24 აგვისტოს შემდეგ, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ

24 აგვისტოს მე მქონდა შეხვედრა პრემიერმინისტრთან, სადაც მე გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადმომცა მადლობა როგორც მე, ისე მთელ ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ და ამის შემდგომ, არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მე არ ვყოფილვარ, შენობაში. რაც შეეხება 2013 წელს გამართულ შეხვედრას, ეს მე პირველად გავიგე, თან ნიკა ბრძანებს, რომ იქ არსებობს ჩანაწერებიც და მე ამ შეხვედრას ვერ ვიხსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი მთავარ პროკურატურაში შესვლამდე.

კომენტარები