რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელისუფლებაზე წნეხი არ შემცირდეს

პრემიერის განცხადებამ ყველაფერი გახადა კიდევ უფრო ცალსახა და კიდევ უფრო შავ-თეთრი. ერთ მხარეს დგას თავისუფლება, ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც კეთილდღეობისთვის იბრძვიან ამ ქვეყანაში. მეორე მხარეს დგას ახირებული ოლიგარქი, რომელსაც სამ წელიწადში უარი უთხრა მოსახლეობამ, რომელმაც ის აირჩია. დღეს იგი ძალაუფლებას ეპოტინება იმისთვის, რომ გამდიდრდეს ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე და ქვეყანა აქციოს კერძო ბიზნესად ყველაფრის ფასად. მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების ფასად. დღეს, ჩვენ ეს ვნახეთ, პრემიერმა დაადასტურა, რომ პირადად ის არის ჩართული იმ სამოქალაქო დაპირისპირების წინა შემთხვევებში, ფაქტობრივად, ეს არის დასაწყისი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ოპონენტების მიმართ. როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსთავი 2-ის საკითხი, ჩვენ, ტაბულა, იცით ალბათ, რომ მეორე ტელევიზიაც არსებობს, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის მიერ ხელისუფლებაზე წნეხი არ შემცირდეს და ამისთვის გეგმაც გვაქვს.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები