რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავი არ აიცილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი ორის ადვოკატების შუამდგომლობა და საქმიდან თავი არ აიცილა. პროცესი იმავე შემადგენლობით 14:00-ზე გაგრძელდება. 

ტელეკომპანიის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა უკვე მეოთხედ დააყენეს. მოპასუხე მხარის განცხადებით, კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვენ, თელასის საქმეა, სადაც, მათი თქმით, ურთმელიძე კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს.

მანამდე, რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იურისტების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე არ დააკმაყოფილა. ადვოკატები პროცესის გადადებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ 12:00 საათზე ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

ამასთან, მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება.

რუსთავი ორის ინფორმაციით, დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და აღსრულების ფურცელსაც გამოწერს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.

კომენტარები