რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატები მოსამართლის აცილებას კვლავ ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. ტელეკომპანიის ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ აყენებენ.

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მის აცილებას ითხოვენ, თელასის საქმეა, სადაც, მათი თქმით, ურთმელიძე კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს.

მანამდე, რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იურისტების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე არ დააკმაყოფილა. ადვოკატები პროცესის გადადებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ 12:00 საათზე ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

ამასთან, მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება.

სასამართლოსთან და რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან.

კომენტარები