რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე: მედიაზე ზეწოლა 2007 წელს იყო, ახლანდელი პროცესები სიტყვის თავისუფლებაა

მედიაზე ზეწოლა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ეს იყო 2007 წელს, როდესაც იმედის ტელევიზია დაარბია სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. დღეს მიმდინარე პროცესები - ეს არის სიტყვის თავისუფლების დემონსტრირება. სასამართლო პროცესი რაც მიდის, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. შეიძლება, ასე ვთქვათ, ქიბარ ხალვაშს და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს დავა. ჩვენ დაველოდოთ სასამართლოს, მე, როგორც ვიცეპრემიერი, თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან ჩემს შეხედულებებზე.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე რუსთავი 2-ზე.

კომენტარები