აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

კანდელაკი ჩერგოლეიშვილის დაკავებაზე: ივანიშვილი დემოკრატიის მტერია

სულ რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი Gazprom-თან საქართველოს მთავრობის კოლაბორაციონისტული თანამშრომლობის დამგმობი პლაკატის გაკვრისთვის ღობეზე. კარგად გესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის დემოკრატიის წესწყობილების მტერი. ეს ადამიანი ერთ წელიწადში ამ ქვეყნის სათავეში ნამდვილად აღარ იქნება, რაც არ ნიშნავს, რომ შურისძიება იქნება. ახალი მთავრობა სრულად იქნება კონცენტრირებული ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაზე. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება, უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი, რომ საკუთარ მომავალზე დაფიქრდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ ოპერის თეატრთან თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და კიდევ ერთი სტუდენტი დააკავეს.

კომენტარები