ჯანდაცვის სისტემა

ჭიაბერაშვილი: სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ათავისუფლებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს 600 თანამშრომელი გათავისუფლდება.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 128 ათასით შემცირდა. ქვეყანაში სრული განუკითხაობა ტრიალებს და 10 ათასობით ოჯახი დარჩა იმ ელემენტარული შემწეოობის გარეშე, რომლითაც მათ არსებობა შეეძლოთ. ამას ემატება ისიც, რომ, დავით სერგეენკოს მეთაურობით, ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანად შლის იმ სისტემას, რაზეც სოციალური შემწობის ბაზა დევს.

მაქვს ზაზა სოფრომაძის ბრძანება, 30 სექტემბერს გამოცემული, რომლითაც ის აპირებს სამსახურიდან დაითხოვოს თბილისის მომსახურების სააგენტოს ასეულობით თანამშრომელი. სამწუხაროდ, სოციალურმა აგენტებმა არასწორი ბრძანებები მიიღეს, ამის შედეგია ის ქაოსი სისტემაში, რაც გვაქვს, და ახლა სამინისტროს სურს თავიდან მოიცილოს ეს ადამიანები, რომლებიც ამ განუკითხაობის მოწმეები არიან. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ, მეოთხე ვითომდა საუკეთესო წლის დადგომა, 600 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნით დაიწყეს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები