კრიმინალი

ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საღამოს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან „ფორდის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა. დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ, ბრალდებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, გატაცებული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ლაშა გ. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები