თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. მისი ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცავებმა დამნაშავის დასაკავებლად რეიდი ჩაატარეს, რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.





