ინფლაცია

გოცირიძე: მთავრობამ პოპულისტური ბიუჯეტის შედგენას თავი უნდა დაანებოს

აქ არის ალტერნატივა, თუ რომელი არის მნიშვნელოვანი ორი უარესიდან, ინფლაციის ზრდა თუ ეკონომიკის დაცემა. დღევანდელ ვითარებაში ნომერ პირველი პრობლემა არის ინფლაცია. მთელმა ამ ეკონომიკურმა შეცდომებმა, ლარის გაუფასურებამ, დეფიციტურმა ბიუჯეტმა გააჩინა ინფლაციის საფრთხე. როდესაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა ლაპარაკი, რომელიღაცა უნდა გაიწიროს რაღაცის სასარგებლოდ. დღეს საზრუნავია ინფლაცია და, თუკი გაიწირება ეკონომიკური ზრდა, ცხადია, ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას. მაგრამ დღეს პირველ რიგში საზრუნავია არა ეკონომიკურ ზრდა, არამედ ინფლაცია. მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია. როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა ელის მომავალში ლარს? ძალიან მარტივი იქნება ამაზე პასუხის გაცემა, თუ ჩვენ დავინახავთ, როგორ ბიუჯეტს შეადგენს მთავრობა. თუ მთავრობა შიდა ვალს ორ მილიარდამდე გაზრდის, დაიწყებს ბიუჯეტის გარღვევის დაფინანსებას და ამ ორი მილიარდამდე ასულ კრედიტებს, დაახლოებით ასორმოცდაათ მილიონს მხოლოდ საპროცენტო გადასახადების სახით გადაისვრის კომერციული ბანკების მომსახურებისთვის და ამ მოზიდულ ფულს ისევ სუბსიდირებაში და არაეფექტურ პროგრამებში დახარჯავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისი იქნება. მთავრობამ პოპულისტური ბიუჯეტის შედგენას თავი უნდა დაანებოს.

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ინფლაციაზე

კომენტარები