გიგი უგულავას საქმე

კობახიძე: სასამართლოს კარი გავაღეთ და პირდაპირი ეთერების უფლებაც მოგეცით

სასამართლოს შენობის წინ მიტინგი და მოსამართლის შეურაცხყოფები, ეს ზეწოლა არ არის სასამართლოზე?! პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზიდან, უკვე მსჯავრდებულისგან ინტერვიუები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამნისტია და 9 წლის ნაცვლად, ოთხი, არა შეკრებითი სასჯელი, ბრალდების გარკვეულ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი, წინა ხელისუფლების დროს მათ მიერვე მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა და მოპოვებული თავიუფლებით სარგებლობა-24 საათით, მაგრამ მაინც! დიახ, დღევანდელი კანონი და სამართალი ჰუმანურია და ეს ხელისუფლების დამსახურებაა, დიახ, ჩვენ არ მოგექცევით ისე, როგორც თქვენ ექცეოდით ხალხს და როგორც შეიძლება იმსახურებთ კიდეც, დიახ გარანტირებული გაქვთ, რომ ციხეში არავინ გაწამებთ და ალბათ შეწყალებითაც ისარგებლებთ შემდეგ, დიახ ამნისტიის კანონი ჩვენ მივიღეთ და ათასობით პატიმარს ვუშველეთ, მაგრამ ამით თქვენც ისარგებლეთ! სასამართლოს კარი გავაღეთ და პირდაპირი ეთერების უფლებაც მოგეცით, მიტინგის უფლებაც, რასაც თქვენ ხალხს არ პატიობდით და აპატიმრებდით! შევცვალეთ, ბევრი რამ შევცვალეთ თქვენგან განსხვავებით და მართლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასოდეს დააბრუნოთ ის ჯოჯოხეთი!

მანანა კობახიძე facebook-ზე, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

კომენტარები