გიგი უგულავას საქმე

ტყემალაძე ტურავაზე: ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება

მე მგონი, ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესაც. ავადმყოფობით რანაირად უნდა გაექცე ადამიანი გადაწყვეტილების მიღებას? ეს დროებითი მოვლენაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ძალიან პატივსაცემი, წესიერი პიროვნებაა, მათ მიერ დევნილი იყო თავის დროზე, ესეც ყველამ კარგად იცის. ასე რომ, მათი გამონათქვამები ამ მიმართულებით არავის არ უნდა გაუკვირდეს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებაზე.

კომენტარები