ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაციისას შეცდომით 12 ადამიანი, მექსიკელი ტურისტების ჩათვლით, მოკლეს. ამასთან, დაშავებულია ათი მესიკელი და ეგვიპტელი პირი, ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტები ოთხი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ვაჰათში, აკრძალულ ზონაში.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ დაგმო მომხდარი და ეგვიპტის ხელისუფლებისგან ამომწურავი გამოძიება მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ისლამისტ სამხედროებს წლებია, ებრძვის.