რთველი 2015

ქუცნაშვილი: ვაზის გაჩეხვით დამუქრება ქართველი კაცის ღირსება არ არის

ჩემი სურვილი იქნება, რომ ვაზის გაჩეხვით დამუქრება ეს ქართველი კაცის ღირსება არ არის. ეს, "საკუთარ შვილს მოვკლავ, თუ ამას არ გამიკეთებთ", დაახლოებით ამ მუქარის ანალოგია. "ვაზს გავჩეხავთ, თუ ფულს არ მომცემთ" - არა მგონია, რომ ეს ასე იყოს, იმიტომ, რომ ქართველი ადამიანისთვის ვაზი შვილივით იყო და, შესაბამისად, ამით დამუქრებით, რომ "ვაზს გავჩეხავ, თუ ფულს არ მომცემთ", არა მგონია, მთლად მორალური იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ყურძნის ჩაბარების ფასის გამო კახელი მევენახეების პროტესტზე.

კომენტარები