ISIS

გაერო პალმირაში უძველესი ძეგლის განადგურებას ადასტურებს

bbc.com

გაეროს ექსპერტები სირიის ქალაქ პალმირაში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ უძველესი ტაძრის აფეთქებას ადასტურებენ. პროგრამა იუნოსატმა თანამგზავრული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბელის სალოცავი განადგურებულია.

არქიტექტურის უძველესი ძეგლი ორი ათასი წლის იყო და პალმირის ერთ-ერთ უნიკალურ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. ეს პალმირას დაკავების შემდეგ ისლამისტების მიერ აფეთქებული უკვე მეორე ტაძარია. 

კომენტარები