ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით გაუფასურდა

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.36 ლარია
ტაბულა

ლარის გაუფასურება გრძელდება - ეროვნული ვალუტა დღეს 1.5 თეთრით გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.3644-ს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 3 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 2.66-ს შეადგენს. 

გასულ კვირაში 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელი 2.41 დაფიქსირდა. მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები