თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა

სითი პარკის თანამშრომლები გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

სითი პარკის თანამშრომლები გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორი სამივე მათგანმა დატოვა. დაკავებულების ადვოკატის მამუკა მდინარაძის თქმით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არცერთ მათგანს ბრალი არ წარუდგინა. თუმცა ავტომანქანის გადაყვანის გარემოებებზე გამოძიება გაგრძელდება. 

ცნობისთვის, სითი პარკის სამი თანამშრომელი არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს. 

"გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სითი პარკის თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი ტოიოტას მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით)", - ნათქვამია შს სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში.

კომენტარები