კრიმინალი

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსური დირექტორის მანქანას ესროლეს

metro.us

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორის ირაკლი გვარამაძის ავტომანქანას ცეცხლი გაუსხნეს. მანქანაში ამ დროს გვარამაძე და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან არავინ დაშავებულა.

ტელეკომპანიასთან საუბარში გვარამაძე მომხდარს სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირებს და ვინმესთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, შსს-ს ინფორმაციით, სსკ-ის 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების, მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალების შესახებ უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომენტარები