საბერძნეთის პრემიერი შესაძლოა გადადგეს - REUTERS-ის ცნობით, მან ამის შესახებ უკვე გაიარა კონსულტაცია მრჩევლებთან. ციპრასის მიზანი საკუთარ გუნდში იმ მოწინააღმდეგეების ხმების ჩახშობაა, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პროგრამის პირობებს არ ეთანხმებიან. 7-თვიანი მმართველობის შემდეგ ციპრასის საარჩევნო ყუთთან დაბრუნების მიზეზი სწორედ გუნდში რადიკალური ძალების განეიტრალებაა. ევროკავშირის დახმარების მესამე პროგრამის სრულ ამოქმედებამდე სირიზას ლიდერს სურს საკუთარი პოპულარობის კაპიტალიზება მოახდინოს და ძალაუფლება მოწინააღმდეგეების გარეშე მოიპოვოს. REUTERS-ის წყაროს ცნობით, არჩევნები 20 სექტემბრისთვის დაინიშნება და ამის შესახებ განცხადებას ციპრასი უახლოეს საათებში გააკეთებს. საერთაშორისო და ადგილობრივი კომენტატორებისთვის ციპრასის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იქნება, რადგან ისინი დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ციპრასი პოზიციების გასაძლიერებლად არჩევნებს დანიშნავდა. გასულ კვირას სირიზას საარჩევნო სიით პარლამენტში მოხვედრილთა მესამედმა ევროკავშირის დახმარების პროგრამას მხარი არ დაუჭირა. სავარაუდოდ სწორედ ამის გამო დააჩქარა ციპრასმა არჩევნების დანიშვნა.

telegraph.co.uk
tbl.ge/me1
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- საბერძნეთში მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
- საბერძნეთში ქართველი ქალის სიგარეტის ნამწვმა, შესაძლოა, ტყის ხანძრის გაჩენას შეუწყო ხელი
- თესალონიკში აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა
- ათენში კომპანია Hellenic Train-ის ოფისებთან აფეთქება მოხდა
- საბერძნეთი 5-დონიანი თავდაცვითი სისტემა აქილევსის ფარის შექმნას აპირებს




