ტელეკომპანია რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: ბევრი ცხოვრობს საქართველოში დაყადაღებულ ბინებში

მოთხოვნილი იქნა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღება, 100% წილების. ასევე მოთხოვნილი იქნა, რომ აეკრძალოს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას, გაასხვისოს დღეს რუსთავი 2-ის სახელზე რიცხული ქონება. მათ შორის, უძრავი და მოძრავი ქონებაც. რაც შეეხება ავტომობილებს, ეს პროცედურული საკითხია, დანარჩენ ქონებაზე მიმართვა ხდება საჯარო რეესტრისთვის, რაც განხორციელდა კიდევაც. ავტომობილების შემთხვევაში, ამას ახორციელებს სააღსრულებო ბიურო. დაყადაღება ხელს არ უშლის ამ ქონების გამოყენებაში რუსთავი 2-ს. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოს რუსთავი 2-ს ამ ქონების გაყიდვა, გასხვისება - ანუ ეს უნდა დარჩეს რუსთავი 2-ში და რუსთავი 2-მა ჩვეულებრივ უნდა გამოიყენოს ეს ქონება, მათ შორის, აპარატურაც. უნდა გამოიყენოს იმ სახით, როგორც იყენებს. ამაში ხელს არავინ არ უშლის. დაყადაღება არის პრევენცია იმისთვის, რომ თუ დაკმაყოფილდება ქიბარ ხალვაშის სარჩელი, მერე არ გართულდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და არ მოხდეს დავის პერიოდში ამ ქონების გადაფორმება მესამე პირზე. ძალიან ბევრი ცხოვრობს საქართველოში დაყადაღებულ ბინებში, ძალიან ბევრი დადის საქართველოში დაყადაღებული ავტომობილებით, ძალიან ბევრ ადამიანს დაყადაღებულ ბინებში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ არაფერი უსამართლო, არაფერი უჩვეულო არ ხდება.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია რუსთავი 2-ის ქონების ნაწილის დაყადაღებაზე.

კომენტარები