შსს

შსს-მ ექსტაზის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჯ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 66 აბი და დაფხვნილი ნახევარი აბი ექსტაზი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,9479 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და ექსტაზის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს ინფორმაცითვე, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. 

კომენტარები