უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულმა ძალებმა მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარტილერიო შეტევა განახორციელეს. შედეგად, რვა უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 16 კი - დაშავდა.
საბჭოს ინფორმაციით, არსებობს ცნობები რუსეთის მიერ სამი მიმართულებით შეტევის მზადების შესახებ.