ენერგეტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კალაძეზე: ჩვენს შორის გამორიცხულია რაიმე დაპირისპირება

რამდენიმე განაწყენებული, შურიანი თუ გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის რაღაც გაუგებრობის შექმნას, მათი ეს მცდელობა წარუმატებული დარჩა, იმიტომ, რომ მეც და კახიც ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინაშე გვაკისრია. ჩვენს შორის გამორიცხულია, რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდეს, ეს არის აბსურდი, თუმცა ეს არის მიზანმიმართულად დამკვიდრებული აზრი, ნაციონალური მოძრაობის და ვიღაც მტრების, მათ შორის შესაძლოა შიდა გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცები, რომლებსაც არ სურთ ჯანსაღი ურთიერთობები.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ჯი დი ესის გადაცემა 2030-ის ეთერში.

კომენტარები