საბერძნეთის კრიზისი

კერესელიძე: საბერძნეთის მოსახლეობის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ

ტაბულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, "საბერძნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი მოსახლეობის არჩევანია და მას პატივი უნდა ვცეთ". ამის შესახებ დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თქვა და აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საბერძნეთის სახელმწიფოსთან. ეს არაფერს არ უშლის ხელს, რაც არ უნდა მთავრობა მოვიდეს იქ, რადგან ურთიერთობის გაგრძელება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს რთული სიტუაცია რაც შეიძლება მალე განიმუხტოს და ეს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს", - განაცხადა კერესელიძემ. 

საბერძნეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების 60% ქვეყნის კრედიტორების მიერ შეთავაზებული გეგმის წინააღმდეგია. 

კომენტარები