მკვლელობის მცდელობა ბათუმში

შს სამინისტრო: ბათუმში გოგონას დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა ბათუმში გოგონას დაჭრაში ბრალდებული დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული 1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ.-ა, რომელიც ცხელ კვალზე ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბათუმში, 6 მაისის პარკში 20 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის ახლობლების თქმით, ბიჭს გოგონა უყვარდა, მას ცოლობა სთხოვა, გოგონასგან უარის მიღების შემდეგ კი ბიჭმა არასრულწლოვანი დაჭრა და მიიმალა.

გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მას ხუთი ჭრილობა აქვს, მათგან ერთი გამჭოლი - გულმკერდის არეში. ექიმის თქმით მიუხედავად მძიმე სიტუაციისა გოგონა გამოჯანმრთელდება.

კომენტარები