ისლამური სახელმწიფო

შს მინისტრის კომენტარი ISIS-ის მიერ კავკასიის ვილაიეთის შექმნაზე

ვახტანგ გომელაური - შს მინისტრი
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ტაბულას მიაწოდა მინისტრ ვახტანგ გომელაურის კომენტარი ISIS-ის მიერ კავკასიის ვილაიეთის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გამოწვევებს ცოტა ისე ვიტყოდი, ცოტა დიდი ნათქვამია, გამოწვევები განაცხადეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ჩვენთვის და კავკასიისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის გამიჯნებულები და არ ეთანხმებოდნენ ამ ისლამურ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა უფრო მეტად ჩავერთვებით, ჩვენ ვმუშაობდით როგორც ისლამური სახელმწიფოს მიმართულებით, ასევე იმარათ კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს და იგივე სადაც ეს ადამიანები მოძრაობენ, სირიაში, ასევ ვთქვათ, თურქეთში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი თუ არის, ერთ-ერთი თურქეთის მიმართულებაა. აქედან გამომდინარე გამკაცრებულია, ასევე ხაზს ვუსვავ ყველაზე ერთ-ერთი კარგად დაცული თუ არის უმაღლეს დონეზე- არის თურქეთის მიმართულება." (სტილი დაცულია)

კომენტარები