რეკლამა

საქართველოს ბანკმა დაზარალებულთა დასახმარებლად 1,3 მლნ-ის მობილიზება შეძლო

საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, 1,3 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინეს. თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე და სრულად მოხმარდება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს, გადაწყვეტილება, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, გამოყოფილი თანხები გაზარდონ მილიონ ლარამდე. ჯამში საქართველოს ბანკის მიერ შეგროვილმა თანხამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა. შეგროვილი 1,3 მილიონი ლარიდან, მომხმარებელმა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 300,000 ლარი. საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თითოეულ იმ მომხმარებელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და თანხა გადმორიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე მადლობას მოვახსენებთ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მხარდაჭერისთვის", - აცხადებს საქართველოს ბანკი.

 

კომენტარები