სტიქია თბილისში

პატრიარქი სტიქიაზე: ეს იყო ქართველი ადამიანის გამოცდა, რომელიც ხალხმა ჩააბარა

ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი, ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა - "ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა". ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის... ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის, ქართველი ხალხის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი.

 

საქართველის პატრიარქი ილია მეორე 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიაზე.

კომენტარები