სტიქია თბილისში

გაბაშვილი: ღარიბაშვილის პარანოიაა, რომ ყველაფერში დამნაშავე ენმ არის

ღარიბაშვილის პარანოია ჩემთვის ცნობილია, რომ ყველაფერში დამნაშავე ნაციონალური მოძრაობაა. დაწყებული წყალდიდობით, გაგრძელებული ნარკომანიის მომატებით, იმიტომ რომ „შპრიცებს" ჩვენ ვყრით თურმე.

ამჯერად ძალიან კარგი რამე დაგვაბრალა ეს აქცია, მე ბედნიერი ვიქნებოდი ჩვენ ვყოფილიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორები, მაგრამ ეს ასე არ არის. საზოგადოება თვითორგანიზირდა და ჩვენ პარტიას მასთან შეხება არ აქვს არანაირი. ვამშვიდებ ღარიბაშვილს, რომ თუ ის ჩვენს საპროტესტო აქციას ნახავს მომავალში, ის არაფერში არ შეეშლება. საპროტესტო აქციების დროს უკანა პლანზე დგომა არ გვჩვევია, როგორც წესი ტრიბუნასთან ვდგავარ მიკროფონით ხელში.

 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი რუსთავი ორის ეთერში, გადაცემაში არჩევანი

კომენტარები