სტიქია თბილისში

ღარიბაშვილი გურიელიძის შესაძლო დაკავებაზე: ეს აბსურდი და პროვოკაციაა

მე მინდა ვუპასუხო იმ სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ბატონი ზურას[გურიელიძე] დაკავებას გეგმავს ხელისუფლება და ა.შ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსურდი და ამის თქმა არის პირდაპირი პროვოკაცია და მე ვიტყოდი მცდელობა ჩვენი საზოგადოების, მოხალისეების, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის.
მე დღეს აქ[კანცელარიასთან] ვიხილე ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული ახალგაზრდის მობილიზება შეძლეს აქ და შეეცადნენ სხვა დანარჩენების შეცდომაში შეყვანას. ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მე მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ ვითარებაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუტარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო შტაბის სხდომაზე

კომენტარები