პრეზიდენტის შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

Giorgi Margvelashvili Official

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. 180 მსჯავრდებული (მათ შორის, ათი ქალი და ერთი არასრულწლოვანი) საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დანარჩენ 46 მსჯავრდებულს კი, სასჯელი უმცირდებათ.

„საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. იგი დაეყრდნო შეწყალების კომისიის მიერ განხილულ მასალებს და წარდგენილ რეკომენდაციებს. კომისიამ, რომელიც 1 ივნისიდან 6 ივნისამდე მუშაობდა, 1329 პირის საქმე განიხილა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. 

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

კომენტარები