რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: ცივილიზებული სამყარო რუსეთს პარტნიორად საერთოდ აღარ განიხილავს

ის, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არ არის პროგრესი, არის ძალიან ადვილად გაზომვადი ყველა სფეროში. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, ფაქტობრივ ანექსიას. ის ბიზნესები, რომლებმაც დაუჯერეს მთავრობას და გააკეთეს ფსონი რუსეთის ბაზარზე, დღეს არიან ძალიან დიდი ზარალში, ათეულობით მილიონი არის ეს ზარალი და საერთოდ, ცივილიზებული სამყარო, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, რუსეთს აღარ განიხილავს საერთოდ როგორც პარტნიორს და ჩვენც სწორედ ამ რეალობაში უნდა ვიმოქმედოთ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა.

კომენტარები